ქალბატონები ირჩევენ მეწყვილეს მამის მიხედვით და ქვეცნობიერად...
– ამტკიცებენ ბრიტანელი ფსიქოლოგები. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალები ირჩევენ საყვარელ მამაკაცს მშობლებთან ურთიერთობის ინდივიდუალური გამოცდილების გათვალისწინებით. თუ ბავშვობაში გოგონას მამასთან ქონდა პოზიტიური ურთიერთობა, მაშინ შემდგომში მეწყვილეებს და მეუღლეებს ირჩევს გარეგნულად მამის მსგავსს. ამგვარად, მეცნიერებმა დაამტკიცეს “ბიძია ფრეიდის” მოსაზრების სისწორე, რომელსაც მიაჩნდა ადამიანის სექსუალურობის ფორმირების საფუძვლად შიდაოჯახური ურთიერთობები.
დარემის უნვერსიტეტის ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა ორ პოლონურ კვლევით დაწესებულებასთან თანამშრომლობით გამოიკვლია 15-34 წლის 49 ქალიშვილის და ქალბატონის ცხოვრება, რომლებიც იყვნენ უფროსი ქალიშვილები თავიანთი მამებისთვის წერს The Telegraph ჟურნალ Evolution and Human Behaviour-ზე დაყრდნობით. ამასთანავე ხდებოდა ღრმა ანალიზი მათი მამების და მეუღლეების სახის პარამეტრების, ასევე ქალების გაფანტული წარმოდგენის მამაკაცის სახის მომხიბვლელობაზე (სრული ტექსტი იხილეთ InoPressa-ზე).
ყოველ მონაწილეს სთხოვეს თხუთმეტი ფოტოდან ამოერჩია მისთვის ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცის სახე. სურათები იყო შემოჭრილი: კადრს მიღმა დარჩა თმები, ყურები, კისერი, მხრები, ტანსაცმელი. გარდა ამისა ამ მამაკაცების სახეები გაზომეს, მიღებული რაოდენობრივი შედეგები კი შეადარეს ექსპერტიმენტის მონაწილეების მამების ანალოგიური გაზომვების შედეგებს.
ასევე ქალიშვილებს სთხოვეს მშობლებთან ურთიერთობების შეფასება არითმეტიკული სკალის მიხედვით პერიოდის - დაბადებიდან შვიდი წლის ასაკამდე იმის გათვალისწინებით თუ რა მონაწილეობას ღებულობდა მამა მათ აღზრდაში, რამდენ თავისუფალ დროს უთმობდა, რა ურთიერთობა ქონდა ემოციური თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ ქალბატომები, რომლებიც მაღალ შეფასებას აძლევდნენ ბავშვობაში მამასთან ურთიერთობას – თვლიდნენ მამის მსგავს სახეებს უფრო მიმზიდველად. მათ, ვისაც არ ქონდათ ამდენად პოზიტიური დამოკიდებულება ბავშობაში მამისადმი - ხშირად განიცდიდნენ აუხსნელ ანტიპატიას მისი მსგავსი სახისადმი. ფაქტობრივად, მეცნიერების დასკვნები არის “მშობლის სექსუალური იმპრინტინგის” მტკიცებულება. “თუ მამებს გონია, რომ სიძე გავს მას გარეგნობით, მათ უნდა მიიღონ ეს როგორც კომპლიმენტი ” – თვლის დარემის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის თანამშრომელი ლინდა ბუტსროიდი. – ექსპერტიმენტის შედეგები ნათლად ამტკიცებს იმას, რომ ქალიშვილს და მამას შორის ურთიერთობის ხარისხი გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვის ჩათვლის ის მიმზიდველად”.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოჯახური ურთიერთობების გამოცდილება მნიშვნელოვან წილად ახდენს გავლენას ჩვენი ემოციური უპირატესობების ფორმირებაზე. ადამიანის ტვინი ჩვენ მხედველობაში არსებული პირების, უბრალოდ იდეალური სახის პროტოტიპს კი არ ქმნის. არამედ მოდელის პროტოტიპი ხდება მათი ნაკვთები, ვისთანაც ჩვენ გვაკავშირებს საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობები, რომლებიც გამოიხატება მათ შორის მატერიალური სახით – ჩაცმულობის და ვარცხნილობის სახით. ეხლა ეს შეხედულებები საჭიროებს კორექტირებას.
|